საქართველოს ეკონომისტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია
- განცხადებები
- თებერვალი 24, 2024
- 322
მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები
კონფერენცია ტარდება 13 სექტემბერს,
საქართველოს ეკონომისტის დღეს
კონფერენციაზე იქნება განხილული შემდეგი პრობლემატიკა:
• მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და გლობალური ეკონომიკის განვითარების
პერსპექტივები;
• საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები და ეკონომიკური
უსაფრთხოების გამოწვევები „შუა დერეფნის“ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში;
• ეკონომიკურ მეცნიერების მიერ ეკონომიკური პრობლემების ახლებური გააზრება
მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციის პირობებში;
• ეკონომიკური უსაფრთხოება და ეკონომიკური პოლიტიკის ახალი გამოწვევები;
• ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ახალი პრობლემები;
• მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების გამოწვევები მსოფლიო წესრიგის
ტრანსფორმაციის პროცესში;
• გლობალურ ეკონომიკაზე მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციის პროცესების გავლენის
ეკონომეტრიკული მოდელირება;
• მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციის პროცესების საქართველოს ეკონომიკაზე
გავლენის ეკონომეტრიკული მოდელირება;
• ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები ეკონომიკური უსაფრთხოების
უზრუნველყოფის პირობებში;
• მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და მაკრო რეგულირების ძირითადი
ინსტრუმენტები;
• მონეტარული, ფისკალური და საბიუჯეტო პოლიტიკების თავისებურებები;
• მიკროეკონომიკური გარემო და მისი გაუმჯობესების ძირითადი ინსტრუმენტები;
• საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და საგარეო ვაჭრობა მსოფლიო
2
წესრიგის ტრანსფორმაციის პირობებში;
• საფინანსო ბაზრებისა და ეკონომიკური ციკლების ახლებური გააზრება მსოფლიო
წესრიგის ტრანსფორმაციის პირობებში;
• სოციალურ-ეკონომიკური სტატისტიკის თეორია და პრაქტიკა;
• ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის ფორმირებისა და სამუშაო ადგილების შექმნის
სტიმულირების თანამედროვე მექანიზმები ეკონომიკური უსაფრთხოების
მოთხოვნების გათვალისწინებით;
• მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: მოსალოდნელი
ინსტიტუციური ცვლილებების ძირითადი მიმართულებები;
• კონკურენტუნარიანობის კონცეფციის ახლებური გააზრება;
• ეკონომიკური უსაფრთხოება და ენერგეტიკული პრობლემა;
• უცხოური პირდაპირი ინვესტიციების როლის ახლებური გააზრება;
• ეკონომიკური პრობლემების სივრცობრივ-რეგიონული ასპექტები;
• დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესები ეკონომიკური უსაფრთხოების
უზრუნველყოფის პირობებში;
• შრომის ბაზარი, დასაქმება და სოციალურ-შრომითი ურთიერთობების გამოწვევები;
• ინოვაციური განვითარების გზების ძიება და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის
პრობლემები ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობებში;
• სოციალური სფეროს გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები;
• საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევები და მათი გადაჭრის ძირითადი
მიმართულებები;
• ტურიზმის განვითარების პოლიტიკა მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციის პირობებში;
• ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა და ეკოლოგიური პრობლემები ეკონომიკური
უსაფრთხოების კონტექსტით.
კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი:
2024 წლის 13 სექტემბერი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(ქ. ქუთაისი, თამარ მეფის No59)
სამუშაო ენა:
ქართული
ორგანიზატორები:
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ
მეცნიერებათა კომისია;
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი.
სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტი
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ
მეცნიერებათა კომისია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) –
თავმჯდომარე;
პროფესორი შალვა კირთაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი)-
თანათავმჯდომარე;
პროფესორი გიორგი ღაღანიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი) – თანათავმჯდომარე;
პროფესორი რამაზ აბესაძე (თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი) –
თანათავმჯდომარე.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები:
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი);
აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი (საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია);
საქართველოს მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი (საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტი);
იური ანანიაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი);
გივი ბედიანაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) –
პასუხისმგებელი მდივანი;
თეიმურაზ ბერიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი);
სიმონ გელაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი);
რევაზ გველესიანი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ნუგზარ თოდუა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი);
მიხეილ თოქმაზიშვილი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი);
მერაბ კაკულია (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი);
მურმან კვარაცხელია (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ელგუჯა მექვაბიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი);
ავთანდილ სულაბერიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი);
მირიან ტუხაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი);
თეიმურაზ შენგელია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ვლადიმერ ღლონტი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ეთერ ხარაიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი);
ნიკოლოზ ჩიხლაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დოქტორები, პროფესორები:
თამილა არნანია–კეპულაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ბადრი გეჩბაია (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
თეა ლაზარაშვილი (პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი);
მანანა ლობჟანიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
დავით ნარმანია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ლევან საბაური (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
დემურ სიჭინავა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გიორგი ღავთაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ლევან ქისტაური (საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის
სახელობის ქართული უნივერსიტეტი);
ნანა შონია (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
იოსებ ხელაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახე;ობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
თეა ხორგუაშვილი (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ნათელა წიკლაშვილი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ვახტანგ ჭარაია (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი);
ემზარ ჯგერენაია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
საორგანიზაციო ჯგუფი
აკაკი ბაკურაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი); უჩა გოგრიჭიანი (თსუ);
თემურ გოგოხია (თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).
საკონფერენციო მასალების წარმოდგენის ვადები:
• მოხსენების (სტატიის – არაუმეტეს 3 000 სიტყვისა, ფონტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12,
ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1,5, ველების დაშორება მარჯვენა-მარცხენა მხარეს – 2,5
სმ., ზედა და ქვედა – 2 სმ., გვერდები უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს,
სატიტულო ფურცელზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სამეცნიერო
ხარისხი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონი და ელფოსტა, ნაშრომს
უნდა ახლდეს ანოტაცია ინგლისურ ენაზე, მოცულობით 150-300 სიტყვა (ნაშრომის
მთავარი შინაარსის ასახვით), საკვანძო სიტყვები 3-5, აკრეფილი Sylfaen-ში, შრიფტის
ზომა 12). წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ივლისი;
• წარმოდგენილი სტატიები გამოქვეყნდება საქართველოს ეკონომისტთა VI ეროვნული
სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულში და ჟურნალში „ეკონომისტი“;
• სტატიის გამოქვეყნების წინაპირობაა კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლა.
საკონფერენციო მასალები უნდა გაიგზავნოს პროფ. გივი ბედიანაშვილის
ელექტრონულ მისამართზე: givi.bedianashvili@tsu.ge და ასევე, პარალელურად
პროფ. აკაკი ბაკურაძის ელექტრონულ მისამართზე: akaki.bakuradze@atsu.edu.ge